ოფიციალურად: გიორგი გოჩოლეიშვილი კადისის ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა კადისს გოჩოლეიშვილის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს შეეძლება.
შეგახსენებთ, კადისის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, იური ტაბატაძეც იცავს.

















