ოფიციალურად — გიორგი გოჩოლეიშვილი ჰამბურგის ფეხბურთელია. გერმანულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა, ჰამბურგს გოჩოლეიშვილის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს შეძლება.
𝐌𝐎𝐈𝐍, Giorgi #Gocholeishvili! 👋🔷
— Hamburger SV (@HSV) August 7, 2025
Willkommen im #Volksparkstadion. 🏟️
Alle Infos und Zitate 👉 https://t.co/TaQvcaapzy#nurderHSV pic.twitter.com/vELr2vrEE7
შეგახსენებთ, გოჩოლეიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით კოპენჰაგენში გაატარა. იმის მიუხედავად, რომ ქართველ ფეხბურთელს დანიაში დარჩენა სურდა, კლუბმა გიორგი მაინც არ გამოისყიდა და უკან, შახტარში დაბრუნდა.
ჰამბურგი ელიტაში წელს დაბრუნდა და მომდევნო სეზონს ბუნდესლიგაში გაატარებს.



















