ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანელი თავდამსხმელი ფერან ტორესი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.
ტორესი პარიზში დღეს გამთენიისას ჩაფრინდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის პსჟ-ში 2031 წლამდე დარჩება.
მოგეხსენებათ, გასულ თვეში ფერან ტორესი თავისი ქვეყნის გმირი გახდა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ტორესი ახალ გუნდთან ერთად უკვე პირვლ ვარჯიშს ატარებს, პსჟ-ში ის 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.
¡Hola! 👀 pic.twitter.com/rsiUh7OrwE
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) August 15, 2026















