ოფიციალურად: ენტონი გორდონი ბარსელონას ფეხბურთელია! კატალონიურმა კლუბმა 25 წლის ინგლისელის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. მხარეებს შორის €80 მილიონიანი გარიგება შედგა, თავად გორდონმა კი ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
A new force joins our rhythm.
— FC Barcelona (@FCBarcelona) May 29, 2026
Anthony Gordon is culer 💙❤️ pic.twitter.com/v5UefCfUme
იმის შესახებ, რომ ენტონი გორდონი ნიუკასლის დატოვებას გეგმავდა, რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ. ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა თავდაპირველად ბაიერნმა დაიწყო, მოგვიანებით კი საქმეში პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიც ჩაერთო. ყველაზე ბოლოს ბარსელონა გააქტიურდა, თუმცა საბოლოოდ სწორედ კატალონიელებმა მიიყვანეს საქმე ბოლომდე და ინგლისელი შემტევის ტრანსფერი დახურეს.
















