ოფიციალურად: ელიოტ ანდერსონი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია. ინგლისურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
მანჩესტერ სიტიმ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ £116 მილიონი გადაიხადა, ხოლო თავად ანდერსონმა მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
Manchester City and Nottingham Forest have reached an agreement for the transfer of Elliot Anderson.
— Manchester City (@ManCity) July 2, 2026
Read more 🔗 https://t.co/9LdDn5182n pic.twitter.com/pX7HDVXRq9
ელიოტ ანდერსონი ნოტინგემ ფორესტის ღირსებას 2024 წლიდან იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისელმა ნახევარმცველმა 92 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სტატისტიკა განსაკუთრებით შთამბეჭდავი არ არის, ანდერსონი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევა, რაც გასულ სეზონშიც არაერთხელ დაამტკიცა.
მანჩესტერ სიტი სატრანსფერო ბაზარზე გაჩერებას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელები“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მინიმუმ კიდევ ხუთ ახალ ფეხბურთელს დაიმატებენ.
















