ოფიციალურად — ბუნდესლიგის ბინადარმა ჰაიდენჰაიმმა ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი დაადასტურა! ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ბუდუ ჰაიდენჰაიმთან ერთად პირველად პარასკევს ივარჯიშებს.
კარლსრუემ 30 წლის ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით €1.5 მილიონი მიიღო.
ჰაიდენჰაიმი 15 ტურის შემდეგ, 10 ქულით, მე-16 ადგილზე იმყოფება. გერმანული კლუბი კონფერენს ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც ლიგის ფაზა პლეი-ოფის ზონაში დაასრულა და 14 თებერვალს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენს დაუპირისპირდება.