ოფიციალურად: ბერნარდუ სილვა რეალ მადრიდის ფეხბურთელია! სამეფო კლუბმა ამის შესახებ განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რეალთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
Comunicado Oficial: Bernardo Silva.
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 17, 2026
ბერნარდუ სილვას ტრანსფერი ჟოზე მოურინიოს პირადი მოთხოვნა იყო, ხოლო ფლორენტინო პერესმა პორტუგალიელი სპეციალისტის სურვილი დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რეალ მადრიდმა ბერნარდუ სილვას გარდა იბრაჰიმა კონატეს, დენზელ დუმფრისისა და მარკ კუკურეიას ტრანსფერებიც დახურა, თუმცა სამეფო კლუბი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
















