იმის მიუხედავად, რომ ბარსელონა ნიკო უილიამსის ტრანსფერზე რამდენიმე კვირა მუშაობდა, ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, ბილბაოს ატლეტიკში კიდევ ერთი სეზონი დარჩება. ახალგაზრდა ესპანელი გუნდს პრესეზონზე დღეს შეუერთდა, ბილბაო კი სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოს ავრცელებს:
"დავბრუნდი! მოუთმენლად ველოდები ახალ სეზონს. ვამოს, ატლეტიკ!"
კატალონიური კლუბი უილიამსის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად იყო, ამას ისიც ემატებობა, რომ გუნდი ნიკოს საკმაოდ სოლიდურ ხელფასსაც სთავაზობდა, თუმცა ფეხბურთელი და მის გარშემო მყოფები ბარსელონაში ტრანსფერს, გარკვეულწილად რისკად აღიქვამენ, რის გამოც ეს გარიგება 99% აღარ შედგება... ჰანსი ფლიკი და დეკუ გეგმა B-ზე უკვე გადაერთნენ — გუნდი დანი ოლმოს ტრანსფერზე ბოლო საათებში ძალიან გააქტიურდა. ბარსას სპორტული დირექტორი გერმანიაში დღეს დილით ჩაფრინდა, სადაც ფეხბურთელის აგენტს შეხვდება და ტრანსფერის დახურვას შეეცდება.