ნეიმარი ალ ჰილალის დასატოვებლად ემზადება. 32 წლის ბრაზილიელი ვინგერი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, მხარეებს კი ამ დრომდე ახალ კონტრაქტზე მუშაობა არ დაუწყიათ, რას იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს ნებისმიერ კლუბთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია.
გავლენიანი ფრანგული და ამერიკული გამოცემები ნეიმარის თაობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ — MLS-ის წარმომადგენელი ჩიკაგო ფაიერსი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ამერიკული კლუბი გამოცდილ ფეხბურთელს მინიმუმ 2-წლიან კონტარქტსა და სოლიდურ ხელფასს სთავაზობს.
ინტერ მაიამის ინტერესი ამ დრომდე არ დასტურდება, თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, დიდი შანსია როგორც დევიდ ბექჰემის გუნდი, ისე სხვა კლუბებიც ჩაერთვნენ საქმეში.