2026 წელი ქართველი მებრძოლებისთვის UFC-ში მიმდინარეობს წარუმატებლად. ექვსი გამართული დაპირისპირებიდან ჩვენმა თანამემამულეებმა მხოლოდ 1 მოიგეს. საუბარია ლევან ჩოხელის ნოკაუტზე ლეონ შაჰბაზიანთან. რაც შეეხებათ სხვებს, თავის კარიერაში პირველად წააგო ილია თოფურიამაც კი, რომელიც ქამრის მფლობელი აღარაა.
"ელ მატადორის" გარდა, 2026 წელს დამარცხდნენ რომან დოლიძე, თანაც ორჯერ, ასევე გიგა ჭიკაძე და ოთარ თანზილოვი. გამოსარჩევია ისიც, რომ 2024-ის შემდეგ პირველად, საქართველოს მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ქამრის მფლობელი აღარ ჰყავს. წლის ნახევარზე მეტი უკვე განვლილია, მაგრამ ნავსის გატეხვის შანსები ჯერ კიდევ არის.
პირველ რიგში გამოსარჩევია მერაბ დვალიშვილის ტრილოგია პიოტრ იანთან, რომლამდეც დაახლოებით ერთი თვე არის დარჩენილი. ნოემბერში ჩხუბი ჩაენიშნა ალექსანდრე თოფურიასაც, ვისი მოწინააღმდეგეც სანტიაგო ლუნა იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს თანზილოვიც, რომელიც 10 ოქტომბერს შევა ოქტაგონში მალკოლმ უელმეიკერთან ერთად.
არის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე ბრძოლას ჩოხელიც გამართავს. რაც შეეხება მოვლენას, რომელსაც ძალიან ველით, ანუ ილიას დაბრუნებას, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, 70 კილოგრამ წონითი დივიზიონის ექს-ჩემპიონი 2026-ში არ იჩხუბებს. მისი ქამბექის სავარაუდო თარიღად 2027-ის გაზაფხული-ზაფხულია მიჩნეული.
ქართველი მებრძოლები UFC-ში 2026 წელს
| რომან დოლიძე - კრისტიან ლეროი დანკანი | წაგება |
| ილია თოფურია - ჯასტინ გეიჯი | წაგება |
| ლევან ჩოხელი - ლეონ შაჰბაზიანი | მოგება |
| ოთარ თანზილოვი - შეინ კოლინსი | წაგება |
| რომან დოლიძე - რეინიერ დე რიდერი | წაგება |
| გიგა ჭიკაძე - ჟოანდერსონ ბრიტო | წაგება |
| ოთარ თანზილოვი - მალკოლმ უელმეიკერი | ? |
| მერაბ დვალიშვილი - პიოტრ იანი | ? |
| ალექსანდრე თოფურია - სანტიაგო ლუნა | ? |

















