UFC 331-ის გახსნით ორთაბრძოლაში გიგა ჭიკაძეჟოანდერსონ ბრიტოს დაუპირისპირდა და პირველ რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.
აღნიშნული დაპირისპირება ქართველი მებრძოლის უპირატესობით დაიწყო, თუმცა, ბრაზილიელმა მისი პარტერში გადაყვანა მოახერხა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა.
დღევანდელი მარცხი გიგა ჭიკაძისთვის UFC-ში ზედიზედ მე-4 აღმოჩნდა — ქართველმა ნინძამ ბოლოს 2023 წელს ალექს კასერასი დაამარცხა და მას შემდეგ 4 ორთაბრძოლა წააგო. MMA-ს კარიერაში კი მის ანგარიშზე 15 გამარჯვება და 7 მარცხია.















