მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს საქართველოს მთავრობა პრემიებს გადასცემს.
პრემიალური თანხა ჩემპიონებისთვის 17 000 ლარი იქნება, II ადგილის მფლობელებს - 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 5 100 ლარი გადაეცემათ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 143 მედალი მოიპოვეს.
ეროვნულმა ნაკრებმა 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი 10 ოქრო, 10 ვერცხლი და ბრინჯაოს 9 მედალი დაისაკუთრეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე პარამკლავჭიდელებმა ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონია
ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობის განრიგი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე



















