მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა — გალათასარაის სატრანსფერო გეგმები ცნობილია

პაულო დიბალას წარმომადგენელი სტამბოლში წინა კვირას ჩაფრინდა, სადაც გუნდის უფროსობას შეხვდა. არგენტინელი რომას დასატოვებლად ემზადება, გალათასარაი კი 31 წლის ფეხბურთელს საკმაოდ დიდ ხელფასს სთავაზოვს.
რაც შეეხება მილან შკრინიარს, ფეხბურთელი ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის, პარიზელებს კი იანვარში ფეხბურთელის გაშვება სურთ. 29 წლის ცენტრალური მცველი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, შესაბამისად, მისი გაშვება, კლუბისთვის პრიორიტეტულია. განიხილება 6-თვიანი იჯარა, რაზეც პარიზელები თანახმა არიან.
და ბოლოს, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მაურო იკარდის მთავარ შემცვლელად მოიაზრება. მას შემდეგ, რაც გიფტ ორბანის ტრანსფერი ჩაიშალა, გალათასარაი თავიდან ბოლომდე ქართველი ფორვარდის დამატებაზე გადაერთო. აგენტთან პირველი კონტაქტის შემდეგ, თურქული გრანდი უახლოეს დღეებში პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. ამ მომენტისთვის უცნობია ზუსტად რა სახის გარიგებაზეა საუბარი, თუმცა ლიონის ფინანსურ პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, დიდი შანსია ფრანგებმა ყველა შეთავაზება განიხილონ.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, უახლოეს დღეებში კი ამ პოტენციურ ტრანსფერებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.














