ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ Corriere della Sera-სთან ბოლო ინტერვიუში ლაუტარო მარტინესის შესახებ ისაუბრა.
"აგვისტოში მისი დამატებისთვის ყველაფერი გავაკეთე. მეტიც, ინტერის პრეზიდენტ ბეპე მაროტას პირადად რამდენჯერმე ვესაუბრე, თუმცა მას მოლაპარაკებების დაწყებაც კი არ სურდა.
ლაუტარო შესანიშნავი ფორვარდია და მისი დამატება ძალიან გვინდოდა, თუმცა არგენტინელი ინტერისთვის ხელშეუხებელი იყო და მისი ტრანსფერი ვერ განხორციელდა.“
















