ლიონის მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟიმ გიორგი მიქაუტაძის თაობაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"მიქაუტაძე? სატრანსფერო ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ, ჟორჟი როგორც მინიმუმ სეზონის ბოლომდე ლიონს არ დატოვებს."
შეგახსენებთ, გალათასარაი ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე დაახლოებით ერთი თვე მუშაობდა, თუმცა როგორც ჩანს ეს გარიგება არ შედგება და 24 წლის ფორვარდი საფრანგეთში, როგორც მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.