გალათასარაი საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს — თურქული გრანდი გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ უახლოეს საათებში პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. საუბარია საკმაოდ სოლიდურ თანხაზე, სტამბოლელები ქართველი ფეხბურთელის დასამატებლად ყველაფერს აკეთებენ. კლუბის უფროსობა 24 წლის ფორვარდის აგენტთან მუდმივ კონტაქტზეა.
თურქულ კლუბს სიტუაციას ისიც უადვილებს, რომ ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს და ფრანგები ყველა შეთავაზებას განიხილავენ. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ლიონი ქართველ ფორვარდს დაახლოებით €20-25 მილიონად აფასებს, გალათასარაი კი თანხის დაკლებაზე მუშაობს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რაღაც 9 დღეა დარჩენილი, შესაბამისად, ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.