მილან შკრინიარმა პსჟ დატოვა — სლოვაკი მცველი კარიერას თურქეთში, კერძოდ
ფენერბაჰჩეში გააგრძელებს! იმის მიუხედავად, რომ 29 წლის მცველის დამატებაზე
გალათასარაი მუშაობდა, ჟოზე მოურინიოს გუნდმა მთავარი კონკურენტი დაამარცხა და გარიგება დახურა.
ფეხბურთელს სტამბლოში დღეს ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. საუბარია 6-თვიან იჯარაზე.
ფეხბურთელს, რომ პარიზული გუნდის დატოვება სურდა, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ. სლოვაკი მცველი ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედიოდა. მილან შკრინიარმა პსჟ-ს რიგებში სულ რაღაც 37 მატჩის ჩატარება მოასწრო და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მისმა ტრანსფერმა საფრანგეთში არ გაამართლა.