მიკელ მერინო არსენალში: მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ

საუბარია €30 მილიონიან გარიგებაზე, ფეხბურთელისთვის კი გრძელვადიანი კონტრაქტი გამზადებულია. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და როგორც ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ტრანსფერი დროის ამბავია. არტეტა ახალ ნახევარმცველს ეძებდა და როგორც ჩანს მერინო მისი რჩეულია!
28 წლის ესპანელ შუახაზელს, პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ფეხბურთელი 2017/18 სეზონში ნიუკასლის ღირსებას იცავდა, 6 წლის შემდეგ კი ინგლისში ევროპის ჩემპიონის სტატუსით ბრუნდება.














