მომავალი შეხვედრის წინ, მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა, სადაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მედიის კითხვებს უპასუხა.
ნაწილობრივ, ახალი ნაკრები ვართ, რადგან ისტორიული პლეი-ოფის თამაში ახლად შემოერთებული ფეხბურთელებით გვიწევს. ზოგიერთ ფეხბურთელს, ასეთ დონეზე, ერთი მატჩიც არ აქვს ჩატარებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის ის განწყობა, რომელიც გვაქვს, აუცილებლად შენარჩუნდება.
4 ტაიმი გაქვს სათამაშო. დიდი მნიშვნელობა ექნება პირველ ნომრად თამაშს თუ შევძლებთ".
დაჩი ლორთქიფანიძე 21-წლამდე ნაკრების შეკრებაზე პირველად გვყავს, მას დიდი ხანია ვიცნობთ და მასზე ყველა ინფორმაციას ვფლობთ. დაჩი ივნისში, 20-წლამდე ნაკრების შეკრებაზე გამოვიძახეთ. სამომავლოდ, ნაკრებში მისი ძალიან მეიმედება. მასთან პირისპირი საუბარი მქონდა. დაჩის პიროვნული თვისებები და საქმისადმი მიდგომა მომწონს, ძალიან ვაფასებ".
კონტრაქტის გაგრძელებაზე: ,,21-წლამდე ნაკრებში ჩემი კონტრაქტი 2028 წლის ჩათვლით გაგრძელდა. მინდა, ფეხბურთის ფედერაციას ნდობისთვის მადლობა ვუთხრა. მნიშვნელოვანია სად ვიყავით და სად ვართ დღეს. ეს მუდმივი პროგრესი არ უნდა შეჩერდეს. მთავარი მიზანი ესაა. ძალიან მეამაყება, რომ ქართულ ფეხბურთს ვემსახურები".
დისციპლინარული სანქციების გამო (ყვითელი ბარათები), ხორვატიასთან გასამართი პლეი-ოფის პირველ მატჩს კაპიტანი, საბა ხვადაგიანი და ნახევარმცველი, ნოდარ ლომინაძე გამოტოვებენ.
15 ნოემბერს, საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი მიხეილ მესხზე, 19:00 საათიდან დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი TKT.GE-ზეა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2025 წლის ევროპის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში: ნიდერლანდებთან, შვედეთთან, მოლდოვასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან ერთად თამაშობდა. გამართული 10 მატჩიდან რამაზ სვანაძის გუნდმა 6 შეხვედრა მოიგო, 1 მატჩი ფრედ დაასრულა, 3 შემთხვევაში დამარცხდა, 19 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და აღნიშნული მაჩვენებლით, ისტორიულ პლეი-ოფში ითამაშებს.
აქამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მსგავსი მიღწევა არ ჰქონია, რადგან 2023 წელს, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები მასპინძლის სტატუსით მოხვდა.













