RAF-ში ჭიდაობის წინ, მერაბ დვალიშვილი იღებდა პრომო ვიდეოს, რა დროსაც მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვის გუნდი თავს დაესხა. დაღესტნელების მიზანი იყო ქართველ მებრძოლთან ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ არა 1-1-ზე, არამედ ყოვლად უღირსი ქმედებებით, ზურგს უკან მოულოდნელი შეტევით რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფ სპორტსმენთან.
დვალიშვილს მოუწია რუსებისთვის პასუხის გაცემა, მასთან ერთად კი იყო ზვიად ლაზიშვილის უმცროსი ძმა, საბა. ქართველმა მებრძოლმა შემდეგ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც დეტალურად ისაუბრა, თუ რა მოხდა აბუ დაბიში, მოგვიანებით კი ილია თოფურიამ უშუალოდ ინციდენტის კადრებიც დადო.
"მშიშრების ხროვა ხართ! პასუხს აგებთ იმაზე, რაც ჩაიდინეთ. ყველაფერი ხართ კაცების გარდა. როგორც იუწყებიან, უსმანი იმ მშიშრებთან ერთად დააკავეს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავენ?
რა სირცხვილია. მშიშრების გუნდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის ინდივიდები იყავით, ახლა კი ბოლო ეჭვიც გაფანტეთ. ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა ის სიტყვები არ არის, რომლებსაც ქადაგებ. ეს ის ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. თქვენ კი არცერთი მათგანი არ გაგაჩნიათ!", - განაცხადა "მატადორმა".
დაღესტნელების საქციელმა უდიდესი აღშფოთება გამოიწვია MMA-ს სამყაროში და ბევრმა ისინი მწვავედაც გააკრიტიკა. ერთ-ერთი პირველი, ვინც კომენტარი გააკეთა შონ სტრიკლენდი იყო:
"უსმან ნურმაგომედოვი ნაძირლობის განსახიერება არის. ეს ადამიანები ისე იქცევიან, თითქოს მაგარ ბიჭები იყვნენ, სინამდვილეში კი ძაღლებივით არიან, რომლებიც ზურგს უკან დასასხმელად გელოდებიან....ეს მუსლიმური ქცევაა, თუ უბრალოდ ნაძირლობა?".















