დადასტურებულად — მაიკლ კერიკი მანჩესტერ იუნაიტედს უახლოეს საათებში დატოვებს! კლუბის ხელმძღვანელობასა და ინგლისელ სპეციალისტს შორის შეხვედრა უახლოეს საათებში გაიმართება, რომლის შემდეგაც მხარეები ხელშეკრულებას შეწყვეტენ.
კერიკი ბოლო ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს, რის შემდეგაც გუნდს დაემშვიდობება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ იუნაიტედი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
რაც შეეხება ინგლისელის შემცვლელს, "წითელ ეშმაკებს" მაურისიო პოჩეტინო ჩაიბარებს - მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია.











