დადასტურებულად - მაურისიო პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, არგენტინელი სპეციალისტი "წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც გარიკვა, რომ მაიკლ კერიკი მანჩესტერ იუნაიტედს ტოვებდა, ოლდ ტრაფორდის ბინადრები არაერთ სპეციალისტს დაუკავშირეს. განიხილებოდა ედი ჰაუს, იულიან ნაგელსმანის, ანტონიო კონტესა და გარეთ საუთგეიტის კანდიდატურებიც, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც პოჩეტინოზე გაკეთდა.
შეგახსენებთ, პოჩეტინო ამ დრომდე ამერიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, მანჩესტერ იუნაიტედი კი უახლოეს საათებში არგენტინელის კონტრაქტში ჩაწერილ გამოსასყიდ თანხას, £7.5 მილიონს, გადაიხდის, რის შემდეგაც 54 წლის სპეციალისტი ნაკრებს დატოვებს.
თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მანჩესტერ იუნაიტედი პოჩეტინოს ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს.











