რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — მეისონ გრინვუდი მანჩესტერ იუნაიტედიდან კარიერას მარსელში გააგრძელებს! ფრანგული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ €30 მილიონს გადაიხდის. 22 წლის ინგლისელი შემტევი მარსელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მანჩესტერული გუნდი კი ფეხბურთელის უფლებების 50%-ს შეინარჩუნებს.
მას შემდეგ, რაც მეისონ გრინვუდს ბრალი წაუყენეს გაუპატიურების მცდელობაში, მანჩესტერ იუნაიტედმა მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა. 2023 წლის ზაფხულში, ფეხბურთელის პირდაპირ გაყიდვა ვერ მოხერხდა, სწორედ ამიტომ, ხეტაფემ ფეხბურთელი იჯარით დაიმატა. წინა სეზონში, ინგლისელის ანგარიშზე 34 თამაში, 10 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. როგორც ჩვენთის იყო ცნობილი, ფეხბურთელი მანჩესტერის გეგმებში არ შედიოდა, ხეტაფეში დარჩენაც ფინანსურად შეუძლებელი იყო. გრინვუდის დამატებას ლაციოც განიხილავდა, თუმცა მარსელმა ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, უფრო მეტი გადაიხადა.
22 წლის შემტევს უახლოეს საათებში საფრანგეთში ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.