მას შემდეგ, რაც ჯანლუკა სკამაკამ ამხანაგურ შეხვედრაში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ატალანტამ ახალი ფორვარდის დამატებაზე მუშაობა დაიწყო და როგორც ირკვევა, ბერგამოული გუნდი, ახლოს არის ჯენოას 25 წლის იტალიელი ცხრიანის, მატეო რეტეგის დამატებასთან. საუბარია €25 მილიონიან გარიგებაზე, ფეხბურთელისთვის კი 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს მომდევნო 24 საათში მოაგვარებენ.
წარმოშობით არგენტინელი ფეხბურთელი, ტიგრედან ჯენოაში 2023 წელს, €14.5 მილიონის სანაცვლოდ გადაბარდგა და იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარს თავი მალევე შეაყვარა. 31 მატჩი, 9 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემა, ასეთი იყო მატეოს სეზონი გენუურ კლუბში. ასეთ კარგ სტარტს, მალევე იტალიის ნაკრებში დებიუტიც მოჰყვა. მატეო თავიდან არგენტინის ნაკრებში თამაშს განიხილავდა, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალგაზრდა ფეხბურთელი "სკუადრა აძურაში" თამაშზე დაითანხმა.
რეტეგის დამატების სურვილი ინტერს, ფიორენტინასა და იუვენტუსსაც ჰქონდათ, თუმცა ატალანტამ ყველას აჯობა — გასპერინი რეტეგის ბერგამოში უკვე ელოდება, სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნულია.