ტრანსფერი დაიხურა, ფრანკო მასტანტუონო რეალ მადრიდიდან კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებს. ახალგაზრდა არგენტინელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. მასტანტუონო რეალ მადრიდში 2027 წელს დაბრუნდება.
ჟოზე მოურინიოს სამეფო კლუბში დაბრუნების შემდეგ, პორტუგალიელმა რამდენიმე ფეხბურთელს აცნობა, რომ მიმდინარე სეზონში დიდ სათამაშო დროს ვერ მიიღებდნენ - მათ შორის აღმოჩნდა მასტანტუონოც. მიუხედავად ამისა, რეალ მადრიდში არგენტინელი ტალანტის კვლავ სჯერათ, ამიტომ ფეხბურთელი მხოლოდ იჯარის წესით გაუშვეს.
















