ტრანსფერი დაიხურა, მარკ კასადო ბარსელონადან კარიერას დეპორტივოში გააგრძელებს! ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, რის შემდეგაც ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
მიუხედავად იმისა, რომ კასადოს დამატებას ბევრად დიდი კლუბები ცდილობდნენ, ყველას მაინც დეპორტივომ აჯობა და ტრანსფერიც დაიხურა.
მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. სეზონის დასრულების შემდეგ დეპორტივოს კასადოს დაახლოებით €30 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება.


















