მანჩესტერ იუნაიტედმა 2025 წლის პირველი ტრანსფერი განახორციელა —
პატრიკ დორგუ ლეჩედან კარიერას ოლდ ტრაფორდზე გააგრძელებს! "წითელ ეშმაკებსა" და იტალიურ გუნდს შორის არც მეტი, არც ნაკლები €35-40 მილიონიანი გარიგება შედგა. 20 წლის დანიელ განაპირა მცველს ინგლისში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

რუბენ ამორიმმა გუნდში მისვლის პირველივე დღიდან, უფროსობას მარცხენა მცველის შეძენა მოსთხოვა. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა პატრიკ დორგუ ყოველთვის #1 სამიზნე იყო. დანიელი ფეხბურთელის დამატება ნაპოლისაც სურდა, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედმა მოახერხა და გარიგება დახურა.
ფეხბურთელისთვის 4.5-წლიანი კონტრაქტი და სოლიდური ხელფასი გამზადებულია. გუნდები ტრანსფერის ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, პატრიკ დორგუ ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას კვირის ბოლომდე გაივლის.