ოფიციალურად: გიორგი გოჩოლეიშვილმა ჰამბურგი დატოვა. გერმანულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი არ გამოისყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ფლანგის მცველი უკან, შახტარში დაბრუნდება.
გიორგი გოჩოლეიშვილმა ჰამბურგის რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, ქართველ ფეხბურთელს შახტართან არსებული კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.














