ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა პარკაძე 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნში დაბრუნდა. იმის ფონზე, რომ "რეკორდმაისტერის" წამყვანი ფეხბურთელები ევრო 2024-ის შემდეგ, კვლავ შვებულებაში იმყოფებიან, ვინსენ კომპანიმ აკადემიის ფეხბურთელებს, პირველ გუნდში ვარჯიშის საშუალება მისცა. ამ სიაში მოხვდა ლუკა პარკაძეც, რომელმაც მთავარ გუნდთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ივარჯიშა.
19 წლის ფეხბურთელი წინა სეზონში, იჯარის წესით ავსტრიულ ადმირა ვაკერში თამაშობდა. ტრავმების გამო ლუკას გასული სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდა და მოედანზე ძალიან ცოტა დრო გაატარა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, პარკაძე ბაიერნში დაბრუნდა, თუმცა დროებით — როგორც ირკვევა, ფეხბურთელი სინჯებზე მეორე ბუნდესლიგის გუნდ "სვ 07 ელვერსბერგში" იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია, გერმანულმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
ელვესბერგმა დღეს პრესეზონის ეგიდით ამხანაგური მატჩი, ბუნდესლიგის ბინადარ ჰოფენჰაიმთან ჩაატარა, სადაც თავისი სათამაშო წუთები ლუკა პარკაძემაც მიიღო. მატჩის განაცხადში ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, თუმცა არა როგორც გუნდის სრულფასოვან წევრად. როგორც გაირკვა, ლუკა ახალ გუნდში მხოლოდ სინჯებზე იმყოფება და მხარეები უახლოეს დღეებში მიიღებენ გადაწყვეტილებას მის მომავალთან დაკავშირებით.