ლონდონიდან მიუნხენში — ჟოაუ პალინია ბაიერნში ითამაშებს

ლონდონურ კლუბსა და ბაიერნს შორის €56 მილიონიანი გარიგება შედგა - ფეხბურთელმა ფულემს განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ გერმანულ გრანდში სურდა, რამაც ტრანსფერი დააჩქარა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას, ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გაივლის, მხარეებს შორის კი 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. კომპანი ჟოაუ პალინიას მოლოდინშია.















