ლიონის ფინანსური პრობლემების ფონზე, გუნდი ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს. შემდეგი ფეხბურთელი რომელიც ლიონს დიდი ალბათობით დატოვებს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი
რაიან შერკია! კლუბის მფლობელსა და ახალგაზრდა ფრანგს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს — თუ რომელიმე გუნდი €22.5 მილიონს გადაიხდის, ლიონი ფეხბურთელს აუცილებლად გაყიდის.
საქმეში რამდენიმე ევროპული გრანდია — დორტმუნდი, ლევერკუზენი, ბაიერნი და ინგლისური კლუბები, ყველას ინტერესი რეალურია და უახლოეს დღეებში მოსალოდნელია, რომ ეს გუნდები შერკის დამატებაზე მუშაობას დაიწყებენ. როგორც ფრანგული მედია იუწყება, 21 წლის შემტევ ნახევარმცველს ლიონის დატოვება სურს.
პატარა ასაკის მიუხედავად, შერკის ლიონის რიგებში 163 მატჩი მოუგროვდა, რა დროშიც გაიტანა 22 გოლი და 33 საგოლე გადაცემაც შეასრულა.