გადაუდებელმა თოვამ, უხვმა ნალექმა და მდინარეების ადიდებამ, საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შექმნა.
გაირკვა, რომ ქვეყნისთვის მძიმე დროს, სტიქიისგან ასობით დაზარალებული ადამიანის დასახმარებლად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 10 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელით გახდა:
“ძალიან გახარებული ვარ და მინდა, ეს ამბავი თქვენც გაგიზიაროთ. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 000 ლარი იმ ადამიანების დასახმარებლად გადმორიცხა, რომელთაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
დიდი გულის ბიჭია ხვიჩა და უკან ასმაგად დაბრუნებოდეს ეს სიკეთე”.
La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, ხვიჩა ასევე დაეხმარა: სოფელ წიფნარში, ორმეთში, კონჭათში და შრომაში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.
შენიშვნა: მასალა შეიცავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოს