ტრანსფერი დაიხურა, კრისტოფერ ნკუნკუ მილანიდან კარიერას ლაიფციგში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 28 წლის ფეხბურთელს გერმანიაში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. ლაიფციგს ფრანგი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ექნება.
შეგახსენებთ, ნკუნკუ ლაიფციგის ღირსებას 2019-2023 წლებშიც იცავდა, რა დროსაც ფრანგს კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა.
















