La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევი, შაკო ოგბაიძე ბერლინშია და ბერლინის ჰერტაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, ოგბაიძესა და გერმანულ კლუბს შორის 1.5 წლიანი კონტრაქტი ხვალ გაფორდება. საუბარია ბერლინის ჰერტას მეორე შემადგენლობაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და თავის საუკეთესოდ წარმოჩენის შემთხვევაში, დაწინაურების შანსი ექნება.
22 წლის ქართველი ფეხბურთელი გასული 4 თვე უგუნდოდ იყო, ნიდერლანდური დენ ბოში დატოვა და ახალი გამოწვევებისთვის ემზადებოდა. ჰერტას ოგბაიძის მიმართ ინტერესი სწორედ ნიდერლანდური კლუბიდან გაუჩნდა.
ოგბაიძე დენ ბოშის რიგებს ბერლინის ვიქტორიადან შეუერთდა, ხოლო ვიქტორიამდე გერმანული მაგდებურგის 17 და 19-წლამდე შემადგენლობებში გამოდიოდა.
შაკო ოგბაიძეს საქართველოს U16, U17, U18-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2002 წელს დაბადებული ფეხბურთელი, რამაზ სვანაძემ, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ათამაშა. ოგბაიძეს, ყველა ასაკობრივ ნაკრებში ჯამურად, 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული.