ბარსელონას ყოფილი მარჯვენა მცველი, სერხი რობერტო თავისუფალი აგენტის სტატუსით კომოს შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა ფლანგელმა ზაფხულში დატოვა მშობლიური კატალონია, რის შემდეგაც ის უკლუბოდ იყო. ესპანელი განაპირა მცველი "ტბისპირელებთან" 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის წინ, ლომბარდიელებმა რამდენიმე ცნობილი სახე უკვე დაიმატეს. საუბარია პეპე რეინაზე, რაფაელ ვარანზე, ანდრეა ბელოტიზე, ალბერტო მორენოზე და სხვებზე. "ლურჯების" დამრიგებელი არის სესკ ფაბრეგასი, რომელიც ამავდროულად კლუბის ერთ-ერთი აქციონერიც არის.
რაც შეეხება ჯუზეპე სინიგალიას ბინადრების დებიუტს, ის წარუმატებელი იყო. სერია ა-ს პირველ ტურში სერია ბ-დან აღზევებული გუნდი ტურინის იუვენტუსმა ანგარიშით 3:0 გაანადგურა.