შეთანხმება შედგა — ლაიფციგმა ჩავი სიმონსი პსჟ-დან გამოისყიდა! მხარეებს შორის €50-55 მილიონიანი გარიგება შედგა, რაც ბონუსებით შეიძლება €80 მილიონამდეც კი ავიდეს. ახალგაზრდა ნიდერლანდელი რედ ბულის გუნდთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
შეგახსნებეთ, ჩავი სიმონი ლაიფციგში იჯარის წესით თამაშობდა და მისი უფლებები პსჟ-ს ეკუთვნოდა. პარიზელები ზაფხულში ფეხბურთელის უკან დაბრუნებას განიხილავდნენ, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ, 21 წლის ნიდერლანდელის გარშემო ყველაფერი შეიცვალა. ლუის კამპუშმა ჩავი სიმონის გაყიდვა გადაწყვიტა.
ჩავი სიმონსი ლაიფციგის შეუცვლელი წევრია — ამ სეზონში ფეხბურთელის ანგარიშზე 17 ჩატარებული მატჩი, 5 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.