2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდა 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები (ჩვენი ჯგუფიდან სრული დომინირირებით - ნიდერლანდები) და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი გუნდი ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეიოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდება.
კენჭისყრამ ეს-ესაა გამოარკვია, რომ ისტორიულ პლეი-ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება.
პლეი-ოფში გუნდები 2 მატჩს გამართავენ. ჩვენი ნაკრები პირველ დაპირისპირებას საკუთარ მოედანზე ითამაშებს. შეხვედრები 14-19 ნოემბრის შუალედში ჩაინიშნება. მატჩების მასპინძელი სტადიონები მოგვიანებით გვეცოდინება.
2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე: დანია, ინგლისი (მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც 2023 წელს ტიტული საქართველოში აღმართა), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი (მასპინძელი), სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა უკვე გავიდნენ.
2025 წელს, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში შედგება.



















![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)