გიორგი ქოჩორაშვილის ყოფილმა გუნდელმა მარკ ბარომ A Bola-სთან ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა:
"გიორგის რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. 6, 8, 10 ნომერი, სამივე პოზიციის დაფარვა შეუძლია, თანაც ერთნაირად კარგად. იმის მიუხედავად, რომ მაღალი არ არის, ფიზიკურად მაინც ძლიერია. მას შეუძლია ყოველ თამაშში 11-12 კილომეტრი ირბინოს. დიდი პროფესიონალია, იცის როგორ უნდა მოემზადოს ყოველი მატჩის წინ.
გიორგი ძალიან კონკურენტუნარიანი და ამბიციურია. დამიჯერეთ, თუ ის უკვე კარგ შედეგებს დებს ისეთ კლუბში, როგორიც ლევანტეა, წარმოიდგინეთ ის ისეთ გუნდში, რომელიც იბრძვის ტიტულებისთვის, თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე... მას აქვს ჩემპიონის მენტალიტეტი, შესაბამისად ისეთ გუნდში, როგორიც სპორტინგია, მჯერა რომ მარტივად დაიმკვიდრებს თავს. არ ვიცი სპორტინგში ტრანსფერი შედგება თუ არა, მაგრამ თუ ეს გარიგება გაიჩარხება, პორტუგალიური გუნდი ძალიან გაძლიერდება."
შეგახსენებთ, ყველა გავლენიანი ესპანური და პორტუგალიური გამოცემა გიორგი ქოჩორაშვილს სპორტინგს აქტიურად უკავშირებს. მეტიც, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 25 წლის ფეხბურთელი ზაფხულში სპორტინგის პირველი ტრანსფერი იქნება — საუბარია €7 მილიონიან გარიგებაზე.
ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ
ინტერი ალესანდრო ბასტონის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ახლოსაა. როგორც იტალიური მედია იუწყება, გასულ კვირას მილანურმა კლუბმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი შეხვედრა გამართა. იტალიელ მცველს ინტერთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა მხარეებს ხელშეკრუ…
მიმდინარე სეზონის ფროზინონეზე როცა ვსაუბრობთ, ყველა, რა თქმა უნდა, გიორგი კვერნაძის პერფორმანსსა და სათამაშო ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას. 23 წლის ქართველი ვინგერი საოცარ ფორმაშია და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. კვერნაძის ანგარიშზე 12 ჩატარებული…
ბარსელონაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კლუბთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ჰანსი ფლიკმა მხოლოდ ერთი ტრანსფერი მოითხოვა - ცაცია ცენტრალური მცველის დამატება. დეკუ კი საქმეს უკვე შეუდგა და მის სიაში სამი ფეხბურთელი მოხვდა. ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნიკ…
ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. "რონალდ არაუხო? ეს საკითხი მომდევნო ზაფხულს უნდა განვიხილოთ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. მთავარი ის არის, რომ ბედნიერი იყოს. თუ გადაწყვეტს, რომ ლივერპულში დარჩენა სურ…
დადასტურებულად - მილანი ენდრიკით სერიოზულად ინტერესდება! კლუბის მფლობელს, ჯერი კარდინალეს, ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის დაახლოებით €60-70 მილიონი აქვს გამოყოფილი, ამ ინფორმაციას ყველა გავლენიანი გამოცემა ადასტურებს. თუმცა, კონკურენცია საკმაოდ დიდია, ენდრიკის დამატება რომასაც სურს,…
მანჩესტერ იუნაიტედში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, კლუბის ხელმძღვანელობა მაურისიო პოჩეტინოს სოლიდურ სატრანსფერო თანხას გამოუყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითელ ეშმაკებს" წინ საკმაოდ დატვირთული იანვრის თვე ელოდება. რაც შეეხ…
მილანი მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. როგორც ცნობილი ხდება, "როსონერი“ ვირჯილ ვან დაიკისა და ბრუნო ფერნანდეშის დამატებას შეეცდება. ორივე ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, თუმცა ჯერ უცნობია, გაახანგრძლივებენ თუ არა ისინი ხელშეკრულებებს. თუ რომელიმე…