რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, გიორგი მამარდაშვილი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს! მხარეებს შორის ბოლო დეტალებიც მოგვარდა, დარჩენილია მხოლოდ დოკუმენტების გაცვლა, რის შემდეგაც 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ინგლისში გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მხარეებს შორის €35 მილიონიანი გარიგება შედგა, მამარდაშვილისთვის კი 6-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია.
გეგმა თავიდანვე გაწერილი იყო: ლივერპული გიორგის დაიმატებდა, შემდეგ კი 1-წლიანი იჯარით სხვა გუნდში გაუშვებდა. საქმეში ბორნმუთი იყო, თუმცა "ალუბლებში" ტრანსფერზე ქართველმა კიპერმა უარი განაცხადა, შესაბამისად, ლივერპულსა და ვალენსიას შორის საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმება შედგა — მამარდაშვილი მინიმუმ 1 წელი მესტალიაზე დარჩება.
ამ გარიგებიდან დინამო თბილისიც იხეირებს, რომელსაც ტრანსფერიდან 10% შეხვდება. გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ლივერპულში ოფიციალური უახლოეს დღეებში გახდება.