პარზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი პარამძლეოსანიგიგა ოჩხიკიძე გახდა. ქართველმა პარაბირთვის კვრაში (F53) 9.66 მეტრი დააფიქსირა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
გიგა ოჩხიკიძე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ქართველმა ჩემპიონობა მიმდინარე წლის მაისში იზეიმა და პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა საქართველოდან პარამძლეოსნობაში.



















