სანტიაგო ლუნამ ისაუბრა თავისი მომდევნო მეტოქის, ალექსანდრე თოფურიას შესახებ. შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა გაიმართება 21 ნოემბერს, დოჰაში ჩანიშნულ Fight Night-ზე. მექსიკელი მებრძოლის თქმით, ქართველი მოწინააღმდეგე მის დანოკაუტებას ვერ შეძლებს.
"გარანტიას გაძლევთ, რომ ალექსანდრე ჩემს დანოკაუტებას ვერ მოახერხებს. ის და ილია ამბობენ, რომ საუკეთესო კრივი აქვთ, თუმცა ჩემთან ბრძოლაში სულ სხვა სცენარს ვიხილავთ. თოფურიამ ძალიან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები და იმასაც აცნობიერებს, რომ მარტივი ჩხუბი არ ექნება.
"ელ კონკისტადორის" ყველა წინა მეტოქეზე ძლიერი ვარ. ალმახანი აღარც არის UFC-ში, თიქნესი კი ვიცით რა დონის მებრძოლიცაა. მას არ აქვს ისეთი ძალა, როგორც უმცროს თოფურიას, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს მას მიბაძოს. ალექსანდრე კარგი დამრიგებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მებრძოლიც ასეთია", - განაცხადა "ბორდერ ბოიმ".
















