ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქის ვინაობა და ბრძოლის თარიღი ცნობილია. La Gazzetta Dello Sport Georgia-ს ინფორმაციით, საუბარია 21 ნოემბერს, დოჰაში დაგეგმილ Fight Night 294-ზე, რომელზეც ქართველი მებრძოლის მოწინააღმდეგე სანტიაგო ლუნა იქნება. როგორც გვახსოვს, მექსიკელმა ოპონენტმა "კონკისტადორი" ჯერ კიდევ აპრილში გამოიწვია.
"UFC-იმ თოფურიას ჩემთან ბრძოლა შესთავაზა. ეს უნდა მომხდარიყო ნიუ ჯერსიში, 328-ე ივენთზე, თუმცა მან ჩემთან ჩხუბზე უარი განაცხადა. ალექსანდრე, ვერ გამექცევი, სექტემბერში მაინც დაგიჭერ!", - აცხადებდა "ბორდერ ბოი" რამდენიმე თვის წინ. ის გულისხმობს ღონისძიებას, რომელზეც შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევს მოუგო.
იმის შემდეგ, ქართველის პოტენციური მეტოქეების სიაში ფიგურირებდნენ ბრაის მიტჩელი და ეთან იუინგი, თუმცა როგორც ვხედავთ, საბოლოო არჩევანი მაინც 22 წლის მებრძოლზე შეჩერდა. რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? "კონკისტადორის" გამოძახების მომენტისთვის ის იყო წაუგებელი, 8/8 მოგება.
ლუნას გამარჯვებების სერია შეწყდა ივნისში, როდესაც ის საბმიშენით მიტჩელთან დამარცხდა. რაც შეეხება მის წინა ბრძოლებს, სამი ჩხუბი მექსიკელმა მოიგო ნიკაუტით, ოთხი - მტკივნეულით, ერთი კი მსაჯთა გადაწყვეტილებით.














