კატარში მიმდინარე UFC-ის ივენთზე ალექსანდრე თოფურიამ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბეკზატ ალმახანი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჩხუბის საწყისი ორი წუთი მიმდინარეობდა ყაზახი მებრძოლის დომინირებით, მაგრამ დროთა განმავლობაში უპირატესობა ქართველისკენ გადავიდა.
"ელ კონკისტადორი" უპრობლემოდ აკონტროლებდა ბრძოლის მიმდინარეობას და "თურანელ მეომარს" პერიოდულად ზიანს აყენებდა. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ 29 წლის მებრძოლმა ალმახანი დაჯაბნა როგორც დგომში, ისე პარტერშიც.
ეს იყო თოფურიას რიგით მეორე გამარჯვება UFC-ში. შეგახსენებთ, რომ თავის პირველ ბრძოლაში მან ასევე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კოლბი თიქნესს მოუგო.
Big brother stays undefeated in the UFC 👊
— UFC (@ufc) November 22, 2025
Aleksandre Topuria gets the UD victory at bantamweight!
[ #UFCQatar | LIVE NOW on the @ESPN app ] pic.twitter.com/8sHIMq1G89


















