გალათასარაი დანებებას არ აპირებს — თურქულმა გრანდმა გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ ლიონს მეორე ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა. საუბარია დაახლოებით €21 მილიონზე (ბონუსების ჩათვლით). ფრანგულმა კლუბმა ეს შეთავაზებაც დაბლოკა!
თურქული გუნდი ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე დაახლოებით ორი კვირაა რაც მუშაობს. მას შემდეგ, რაც მაურო იკარდიმ მძიმე ტრავმა მიიღო, კლუბმა ახალი ფორვარდის დამატება გადაწყვიტა, მიქაუტაძე კი პირველივე დღიდან #1 სამიზნე იყო. გალათასარაის მთავარი მწვრთნელი ოქან ბურუქი ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის დასამატებლად.
გალათასარაიმ 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ უკვე ორი შეთავაზება გააკეთა, თუმცა როგორც ჩანს ფრანგებს ბევრად მეტის მიღება სურთ. უახლოეს დღეებში გაირკვევა, თურქები კიდევ გაზრდიან თუ არა შეთავაზებას.