საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას MLS-ის წარმომადგენელ ჩიკაგო ფაირში გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, მექვაბიშვილი ამერიკულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კრაიოვა კი მის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მექვაბიშვილი რუმინული კრაიოვას რიგებში 3 სეზონი თამაშობდა და ახალი სეზონიც ამ გუნდში დაიწყო, სადაც 6 შეხვედრა ჩაატარა.
რაც შეეხება მის ახალ კლუბს, 21 ტურის შემდეგ ჩიკაგოს 37 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. ამ გუნდში თამაშობს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკიც.



















