Netflix-მა გამოუშვა დოკუმენტური ფილმი სამი სერიით, რომელიც ჟოზე მოურინიოს კარიერას ეძღვნება. ლეგენდარული მწვრთნელი საუბრობს არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის ბარსელონაში გატარებულ პერიოდზე. პორტუგალიელმა სპეციალისტმა უარყო მითი, თითქოს კატალონიაში მხოლოდ თარჯიმნად მუშაობდა.
"ბარსელონაში არასდროს ვყოფილვარ თარჯიმანი - სკაუტად და ანალიტიკოსად ვმუშაობდი. თუ შტაბში ხარ ერთადერთი, ვისაც ესმის ინგლისური ენა, არ ნიშნავს, რომ თარჯიმნად მუშაობ. მეცინება, როცა თანამედროვე სკაუტებისგან ვისმენ, თუ როგორ დაიღალნენ...წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ნიშნავს აღნიშნულ საქმეში დაღლა.
რობსონისა და ვან გაალისთვის ვაკეთებდი ყველაფერს - უდიდესი შრომა ჩავდე იმაში, რომ მათი თანაშემწე ვყოფილიყავი. რეალის მწვრთნელობა და კატალონიელებთან დუელი? ეს იყო ომი, რომლის მსვლელობისას არ დამისვენია. მე ეს უბრალოდ არ მჭირდებოდა...სისუსტეა, დავისვენებ მაშინ, როცა ღმერთი დამიძახებს", - აცხადებს მადრიდელთა ამჟამინდელი დამრიგებელი ერთ-ერთ ნაწყვეტში.











