როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე იცის, ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი სტარტს 28 თებერვალს აიღებს, ხოლო ლიგა 2-8 მარტს განახლდება.
ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონს, საგარეჯოს გარეჯის სახით, დებიუტანტი ეყოლება, ხოლო რანგით მეორე დივიზიონს: ბათუმის გონიო, ტყიბულის მეშახტე, მარტვილის მერანი და თბილისის იბერია 2 შეურთდებიან.
ბუნებრივია, სეზონის განახლების წინ, გუნდები შემადგენლობებს აძლიერებენ.
ამ მხრივ სიახლეა საგარეჯოს გარეჯის რიგებშიც. კახურმა გუნდმა 29 წლის ნახევარმცველი, ფრანკ ბამბოკი იჯარის წესით, კვიპროსული ლიმასოლის აელიდან დაიმატა.
საინტერესოა, რომ ბამბოკი PSG-ს აკადემიის აღზრდილია. უთამაშია კლუბის 17 და 19-წლამდე შემადგენლობაში, ასევე PSG B-ს რიგებში, სპარტა როტერდამსა და გრენობლში.
ფეხბურთელს საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს: საფრანგეთის 16-წლამდე ნაკრებში 11 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, საფრანგეთის 17-წლამდე ნაკრებში 7, ხოლო საფრანგეთის 18-წლამდე ნაკრებში 2 მატჩი ითამაშა.
ეროვნული ლიგის პირველ ტურში, საგარეჯოს გარეჯის მეტოქე გორის დილა იქნება. დაპირისპირება 2 მარტს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება და 18:00 საათიდან დაიწყება.