გავლენიანი ესპანური გამოცემები მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებენ — თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ენდრიკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რეალ მადრიდს დატოვებს და სეზონის მეორე ნაწილს სხვა კლუბში გაატარებს.
მას შემდეგ, რაც ზაფხულში ჟოზე მოურინიომ ბრაზილიელი შემტევის მილანში ტრანსფერი დაბლოკა, ახალგაზრდა ფორვარდისთვის სიტუაცია უარესობისკენ შემოტრიალდა და ის ღრმა როტაციის წევრად იქცა. შემდეგ იყო ტრავმაც, რომელმაც ენდრიკის საქმე კიდევ უფრო გაართულა.
როგორც ესპანური წყაროები იუწყებიან, ენდრიკს იანვარში ახალ გუნდში გადასვლაში ხელს სამეფო კლუბი აღარ შეუშლის და მის ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს. თუმცა, გასარკვევი იქნება, რეალ მადრიდი 20 წლის ფორვარდს პირდაპირ გაასხვისებს თუ იჯარის წესით გაუშვებს.
რაც შეეხება დაინტერესებულ კლუბებს, მილანი კვლავ საქმეში რჩება და "როსონერი" ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრაზილიელი 2027 წლის დასაწყისში დაიმატოს. ენდრიკის მიმართ ინტერესს იჩენენ რომა, ლიონი და ასტონ ვილაც. მოსალოდნელია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად სხვა კლუბებიც უფრო მეტად გააქტიურდებიან, რადგან ასეთი დონის ტალანტის დამატება წესით და რიგით ბევრს ენდომება.















