რეალ მადრიდის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ცნობილი ხდება, რაულ ასენსიო უახლოეს საათებში ოპერაციას გაიკეთებს. ესპანელ ცენტრალურ მცველს წვივის ძვლის სტრესული მოტეხილობა დაუდასტურდა, რის გამოც ოპერაციული ჩარევა გახდა საჭირო.

პირველადი ინფორმაციით, ასენსიო 3-დან 4 თვემდე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელი ფეხბურთელი მიმდინარე წელს რეალ მადრიდს ვეღარ დაეხმარება.











