როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე იცის, ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი სტარტს 28 თებერვალს აიღებს.
ჯერ-ჯერობით, სიახლეები არ ჩანს გორის დილას ოფიციალურ გვერდებზე, თუმცა La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, გუნდმა იბერიას აკადემიიდან 16 წლის ტალანტი, ნიკო გადელია დაიმატა. ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ხოლო კონტრაქტის გაფორმება დაგეგმილი შეკრების დასრულების შემდეგაა.
La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციითვე, დილაში ბორდოს 19 წლის შემტევის ტრანსფერი ჩაიშალა. გულშემატკივარი უგანდელ ტრევის მუტიაბას ეროვნულ ლიგაში ვეღარ იხილავს.
გორის დილა წინასასეზონო, თურქულ შეკრებაზე 10 თებერვალს გაემგზავრება, სადაც 2 კვირა მოემზადება და ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. თურქულ შეკრებაზე დილას მეტოქეების ვინაობა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.